fbpx
საბერძნეთი

დღეიდან კვლავ ახალი ცნობები საბერძნეთში გადაადგილებისთვის – ნახეთ დეტალურად

დღეიდან, 16 მარტიდან, საბერძნეთში გადაადგილებისთვის ახალი ცნობები სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან კერძო სექტორში და ატარებდნენ ცნობებს, რომლებიც ძალაში იყო 15 მარტამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ კარანტინი კიდევ გადავადდა, დღეიდან საჭიროა, რომ დამსაქმებლისგან აიღოთ ახალი ცნობა, რომელშიც ეწერება, რომ:

  • არ ხართ კუთვნილ შვებულებაში
  • არ შეგიჩერებიათ მუშაობა
  • არ ხართ მუშაობის ონლაინ რეჟიმზე.

ცნობები, რომლებიც 16 მარტიდან გაიცემა, ძალაში უნდა იყოს არაუმეტეს 14 დღისა ანუ 29 მარტამდე.

ცხადია, სხვა მიზეზებით გადაადგილებისთვის ძალაში რჩება 6 კოდის გამოყენება, როგორც აქამდე.

ახალი ცნობები დასაქმებულებმა უნდა აიღონ დამსაქმებლისგან ან ამობეჭდონ ΕΡΓΑΝΗ-ს ვებ-გვერდიდან.

onalem

ტესტ