fbpx
საბერძნეთი

“იწყება ეტაპობრივი გახსნა მარტის ბოლოდან, ყველა დავიღალეთ” – საბერძნეთის მთავრობის სპიკერი, სტელიოს პეცას

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მარტის ბოლოდან იწყება სხვადასხვა დაწესებულებების ეტაპობრივი გახსნა.

“უკვე ძალიან დიდი დროა, წელიწადზე მეტია, რაც  ვართ სიტუაციაში, რომელმაც ყველა დაგვღალა. სწორედ ამიტომ არის, რომ ვერ ვხედავთ მიღებული ზომების შედეგებს და ყოველდღიურად ინფიცირებულები სულ უფრო და უფრო იზრდება. 

მარტის ბოლოდან დავიწყებთ ეტაპობრივ გახსნას. ვიმედოვნებ, რომ გაცილებით უკეთესი აღდგომა გვექნება, ვიდრე გასულ წელს.

ხაზგასმით ვამბობ, რომ რაც უნდა გაიხსნას, მაინც აუცილებელი იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა, თუმცა, მაისში უკეთესად ვიქნებით, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობა იქნება აცრილი.

მარტის ბოლოდან მუშაობას დაიწყებენ მაღაზიები და ეკონომიკა ნელ-ნელა ამუშავდება,” განაცხადა პეცამ.

onalem

ტესტ