fbpx
საბერძნეთი

ახალი ზომები ატიკის რეგიონში ორშაბათიდან – განგაშის სიგნალი მიცოტაკის, ხარდალიასის და ციოდრასისგან

პრემიერის სასახლეში სამთავრობო შეხვედრა საგანგებო რეჟიმში შედგა და ატიკის რეგიონში კრიტიკულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ აცხადებენ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, პროფესორი, სოტირის ციოდრასი და სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი.

კირიაკოს მიცოტაკის მიერ ოფიციალურად მიღებული გადაწყვეტილებები ხარდალიასმა გააჟღერა. კერძოდ, ესენია:

  • აკრძალულია 10 ადამიანის ერთად შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. დაშვებულია მაქსიმუმ 9 ადამიანის ერთად ყოფნა.
  • შეჩერებულია ნებისმიერი სახის კონცერტი, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში.
  • სრულად შეჩერებულია დახურული კინოთეატრების მუშაობა.
  • ქორწილებში, ნათლობებსა და დაკრძალვებზე დაშვებულია მხოლოდ 20 ადამიანის ერთად შეკრება.
  • ადამიანებისთვის, რომლებიც არიან 65 წელს ზემოთ, გაიცემა მკაცრი რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ საკუთარი გადაადგილება, თუკი ეს არ არის დაკავშირებული გადაუდებენ მიზეზებთან. შეზღუდონ საჯარო ტრანსპორტის მოხმარება და სხვებთან კონტაქტში შესვლა.
  • ატიკის რეგიონში ასიმპტომატური ინფიცირებულები, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფებს (იმიგრანტები ა.შ.), გადაყვანილ იქნებიან საკარანტინო სივრცისთვის გამოყოფილ სასტუმროებში.

თანამშრომელთა ჯანმრთელობის დასაცავად წესდება შემდეგი ზომები:

  • სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების 40% იმუშავებს ონლაინ რეჟიმში ანუ დისტანციურად, რომელთა სამსახურებიც არ მოითხოვს დასწრების აუცილებლობას და მათი საქმე შესაძლოა გაკეთდეს დისტანციურადაც.
  • საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების სამსახურებში წასვლა უნდა მოხდეს სამ ტალღად, დილის 07:00, 08:00 და 09:00 საათზე.
  • კერძო სექტორში დასაქმებულთა სამსახურებში და სამსახურებიდან გადაადგილება უნდა მოხდეს 4 ტალღად.

onalem

ტესტ