fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: მნიშვნელოვანი სიახლე ავტობუსებსა და ტროლეიბუსებთან დაკავშირებით

მოსახლეობისთვის, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში ავტობუსებითა და ტროლეიბუსებით ყველაზე ხშირად გადაადგილდება, უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება, რომ არასოდეს ვიცით ზუსტად, როდის რომელი ტრანსპორტი მოვა ამა თუ იმ გაჩერებაზე. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ტრანსპორტის კომპანია გამოსავალს გვთავაზობს.

კერძოდ, athenstransport-ის ინფორმაციით, შეიქმნება პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ტელეფონებისა და კომპიუტერებისთვის და შეყვანილი იქნება განახლებული ინფორმაცია გაჩერებების, ავტობუსებისა და ტროლეიბუსების კონკრეტული ნომრების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა OASA telematics აქამდეც არსებობდა და სწორედ აღნიშნულ ბაზას იყენებს მოსახლეობა იმის გასარკვევად, თუ როდის მოვა სასურველი ავტობუსი, თუმცა, ხშირად ეს ინფორმაცია მცდარია.

სწორედ ამიტომ, ტრანსპორტის კომპანიამ გადაწყვიტა შექმნას განახლებული ბაზა, სადაც ზუსტად იქნება მითითებული, როდის გამოივლის სასურველი ტრანსპორტი სასურველ გაჩერებაზე.

ცნობილია, რომ პროგრამაზე წვდომა თებერვლის შუა რიცხვებიდან გვექნება და მას ჩვენს ტელეფონებში ინტერნეტის საშუალებით უპრობლემოდ ჩამოვტვირთავთ.

onalem

ტესტ