fbpx
საბერძნეთი

“ეს ექიმი არ არის პარალიზებული, ნაცნობებს ვაქცინას ურიგოდ უკეთებდა და გაათავისუფლეს” – სკანდალი საბერძნეთში

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ვაქცინაცია საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს, პირველი და საკმაოდ სკანდალური შემთხვევა კორფუზე დაფიქსირდა, სადაც ექიმს საკუთარი ნაცნობებისთვის ვაქცინის ურიგოდ გაკეთებაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, საუბარია ექიმზე, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მეორე დოზის გაკეთების შემდეგ პარალიზებული დარჩა. ტელეკომპანიების საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

“ვაქცინის საკითხი სრულებით არ მაწუხებს. ის, რაც მაწუხებს არის ზოგიერთი ჩვენი კოლეგის ქცევა. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ექიმი შემოწმებულია და აბსოლუტურად არ ფიქსირდება პარალიზება მის სხეულზე. 

აღნიშნული ადამიანი პასუხისმგებელი იყო ვაქცინაციის პროცესზე ერთ-ერთ ცენტრში, სადაც ის წამალს საკუთარ ნაცნობებს უკეთებდა რიგის გარეშე, რაც არაკანონიერია. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით საავადმყოფოში შესამოწმებლად მივიდნენ, სიტუაციიდან გამოსაძვრომად, მან თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და რომ ფეხები ეკვეთებოდა, ანუ მოიტყუა, რომ განუვითარდა პარალიზება.

ადგილობრივი მედიის საშუალებით მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება არასწორი გზით, ანუ ისე ჩანს, თითქოს ამ ექიმს იგივე დაავადება აქვს, რაც ექთანს ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ,” აცხადებს ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პნევმოლოგიურ-ინტენსიური თერაპიის პროფესორი, თეოდოროს ვასილაკოპულოსი.

როგორც ცნობილი გახდა, ექიმი სამუშაო პოზიციიდან მოხსნეს.

onalem

ტესტ