fbpx
საბერძნეთი

“ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ ერთსქესიანთა ბავშვების მონათვლაზე” – მიტროპოლიტი ხრისოსტომოს

მესინიის მიტროპოლიტმა, ხრისოსტომომ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქტიურად განიხილება საბერძნეთში როგორც პოლიტიკურ, ასევე, საზოგადოებრივ და ეკლესიურ დონეზე. ეკლესია მკაცრად ეწინააღმდეგება ერთსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო ქორწინების უფლების მინიჭებას, მაგრამ პარალელურად, წამოიჭრა საკითხი ნათლობასთან დაკავშირებითაც.

მესინიის მიტროპოლიტი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ ნათლობა არის საიდუმლო, რომლის აღსრულების უფლებასაც ვერავის წაართმევენ, ეს დაუშვებელია ყველა ადამიანის, ამ შემთხვევაში, ყველა ბავშვის შემთხვევაში.

“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვინმეს მონათვლის უფლება წავართვათ, ამ საკითხზე უნდა მიიღონ სინოდალური გადაწყვეტილება. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, მაგრამ ეს არ გამოხატავს მთლიანად სასულიერო სამყაროსა და საზოგადოების აზრს. ბავშვებმა არ უნდა აგონ პასუხი იმაზე, თუ ვინ არიან მათი მშობლები, რაზე ვსაუბრობთ კონკრეტულად?! რომ აიკრძალოს ბავშვების ნათლობა და ეს ადამიანები მოინათლონ როცა გაიზრდებიან?!

ნათლობას აქვს მკაფიო საღვთისმეტყველო მნიშვნელობა, რადგან ის ნიშნავს ეკლესიის სხეულში ადამიანის მიღებას, ჩვილების ნათლობის გაუქმება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სინოდალური გადაწყვეტილების შედეგად,” აცხადებს მიტროპოლიტი.

onalem

ტესტ