fbpx
საბერძნეთი

ცივი ჰაერის მასები საბერძნეთში შავი ზღვიდან შემოიჭრება – ტემპერატურის 8 გრადუსით ვარდნა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ცივი ჰაერის მასები უქმეებზე შემოიჭრება და ტემპერატურის საგრძნობლად ვარდნას გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად, მოსალოდნელია ჰაერის მასების შემოდინება შავი ზღვიდან, რის შედეგადაც ტემპერატურა 8 გრადუსით დაეცემა, ზოგან კი, 10 გრადუსით.

მეტეოროლოგები თოვას პროგნოზირებენ ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებშიც კი, მათ შორის, დიონისოში, პეფკიში, პენდელსა და აგია პარასკევზეც კი, რაც არც თუ ისე დიდი მანძილით არის დაშორებული ათენის ცენტრიდან.

იანის კალიანოს ინფორმაციით, ამინდის ცვლილებას ხვალიდანვე შევნიშნავთ, ხოლო კვირას ტემპერატურის ვარდნა საგრძნობი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ ატიკის ჩრდილოეთით თოვას ელიან, კალიანოსი დიდ სიურპრიზად მიიჩმნევს, რომ ათენის ცენტრშიც ვიხილოთ ფანტელები.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, ამინდის ექსპრეს-გაუარესება მოკლე ვადიანი იქნება.

onalem

ტესტ