fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მაღაზიების გახსნა 16 მარტისთვის: Click Away-ს გარეშე, მაგრამ მხოლოდ SMS-ით

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მაღაზიების გახსნა მოსალოდნელია დაახლოებით 16 მარტისთვის, ვინაიდან ეპიდმდგომარეობა გაცილებით ადრე გახსნის საშუალებას არ იძლევა. კირიაკოს მიცოტაკიმ მოსახლეობას სთხოვა კიდევ ორი კვირით გამოიჩინოს მოთმინება და ძალისხმევა, რათა შემდეგ შესაძლებელი იყოს, ეკონომიკის უსაფრთხოდ ამუშავება.

ბერძნული მედია იუწყება, რომ 16 მარტს მაღაზიები ამუშავდება, მაგრამ არა Click Away-ს მეთოდით, არამედ შესაძლებელი იქნება შიგნით შესვლა. ცვლილება, რომელიც ძალაში შედის, არის ახალი კოდი, 7,  რომელიც უნდა გავაგზავნოთ 13032-ზე და არა 13033-ზე.

13032-ზე არ გავაგზავნით კოდს 7 მაშინ, როდესაც სუპერმარკეტებში ან სურსათის სხვა მცირე ზომის მაღაზიებში წავალთ. კოდი 7 ეხება მხოლოდ კომერციული ტიპის (ფეხსაცმელ-ტანსაცმლის, აქსესუარების და ა.შ.) მაღაზიებს.

*სუპერმარკეტებში, საცხობებში, აფთიაქებში სავაჭროდ წასასვლელად კვლავ გამოიყენება კოდი 2, რომელსაც ვაგზავნით 13033-ზე.

onalem

ტესტ