fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა 118 წლის ბებომ თეძოს ოპერაცია გაიკეთა, სახლში დაბრუნდა და გამოჯანმრთელდა

ეს ის შემთხვევაა, როცა სასწაულებს არა მედიცინა, არამედ ადამიანები თავად ახდენენ. ამბავმა, რომელიც 118 წლის ბებოს ეხება, სოციალური ქსელი მოიცვა და ნათელი მაგალითია იმისა, რომ სიცოცხლე ერთნაირად ტკბილია როგორც მცირე, ასევე ხანდაზმულ ასაკში.

როგორც ირკვევა, ბერძენმა ბებომ, რომელიც 118 წლის არის და თეძოზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ქირურგიული ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესი იყო და მრავალ საათს მოიცავდა. ექიმებმა ოჯახი გააფრთხილეს, რომ ქალი შესაძლოა ვერ გადარჩენილიყო, რადგან ამ ასაკში ოპერაცია საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავდა. მოხუცი არ დანებდა და ოპერაცია მაინც გაიკეთა.

118 წლის ბებო ახლა თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, თითქმის სრულიად გამოჯანმრთელდა და საყვარელ ოჯახს დაუბრუნდა…

onalem

ტესტ