fbpx
საბერძნეთი

“სად არის საუკეთესო სუვლაკი ათენში?” – საბერძნეთში ციფრულმა დამხმარემ სამ დღეში 63.000 კითხვა მიიღო

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ამოქმედდა ციფრული დამხმარე ვებ-გვერდზე, Gov.gr, სადაც მოსახლეობას შეუძლია, დასვას კითხვები საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ აინტერესებთ და სწრაფად მიიღონ პასუხი, თუკი ეს კითხვები, თავის მხრივ, ლოგიკურია.

როგორც ირკვევა, ამოქმედებიდან სამ დღეში ციფრულმა დამხმარემ/ასისტენტმა მიიღო 63.000 შეკითხვა, რომლებიც შემდეგი შინაარსის იყო:

“როგორ გავაკეთო პირადობის მოწმობა?”
“როგორ ავიღო ოჯახური მდგომარეობის ცნობა?”
“ჩემი ვაჟი დაიბადა 2010 წელს, ეკუთვნის 150 ევროიანი ვაუჩერი?”

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული შეკითხვები ნამდვილად უკავშირდება საჯარო სერვისებს და ციფრულ ასისტენტს ნამდვილად არ გაუჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ როგორც ირკვევა, ბერძენი შემდეგ კითხვებსაც წერენ:

“როგორც ვიპოვო მეორე ნახევარი?”
“არსებობს ღმერთი?”
“სად არის საუკეთესო სუვლაკი?”

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული შეკითხვები მხოლოდ საკუთარი თავის გახალისების მიზნით არის დაწერილი…

https://www.gov.gr/

 

onalem

ტესტ