fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის ყოფილი პრემიერი, ანტონის სამარა, ემიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვის მიცემის სასტიკი წინააღმდეგია

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ბინადრობის ნებართვის გაცემას ემიგრანტებისთვის, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრების 3 წელს ამტკიცებენ, იგულისხმება 2023 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდი. მხოლოდ იმ პირობით, თუ დამსაქმებლისგან ექნებათ ოფიციალური ცნობა, რომ იმუშავებენ.

პარლამენტის წევრებს შორის აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც ჩანს, საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონის სამარა, ამ კანონპროექტს სასტიკად ეწინააღმდეგება.

“საბერძნეთი ამ კანონპროექტით პირდაპირ ხდება არალეგალი ემიგრანტების მოზიდვის შუქურა. მთავრობას ვთხოვ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს აღნიშნუკი კანონპროექტი. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ლეგალს ხდით ყველა ადამიანს, რომელიც უკანონოდ იმყოფება საბერძნეთში 3 წელი და ეს ისე, რომ არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მათი არსებითი გადამოწმება. 

ვერ ვხვდები, რატომ ამარტივებს მთავრობა არალეგალებისთვის საბუთების გაცემას, მათთვისაც კი, ვისაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი მისდის,” აცხადებს სამარა.

onalem

ტესტ