fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გერმანული პრესა: სირიიდან გმირულად გამოქცეული ლტოლვილი საბერძნეთში იმიგრანტ ტრეფიკერებთან “თანამშრომლობისთვის” დააკავეს

ბერლინის გაზეთი Tageszeitung სარა მარდინის შესახებ წერს. ის სირიიდან გამოიქცა და ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, საბერძნეთში დააკავეს.

ვინ არის სარა მარდინი?

სარა და მისი და, იუსრა, ცნობილები წლების წინ გახდნენ, როდესაც ისინი იძულებულნი იყვნენ, რომ სირიიდან საბერძნეთში, თურქეთის გავლით გაქცეულიყვნენ, მათ რამდენიმე საათი მოუწიათ ცურვა, რის შემდეგაც კუნძულ ლესვოსზე ჩააღწიეს. ეს შეძლეს იმიტომ, რომ სირიაში ისინი საკმაოდ ძლიერი მოცურავეები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იუსრამ გერმანიაში ვარჯიში გააგრძელა და რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, სარა საბერძნეთში დაბრუნდა და გარკვეული დროის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, დევნილების დასახმარებლად.

როგორც Tageszeitung წერს, “ჩვეულებრივ, ის ბერლინში ბრუნდებოდა, რადგან ორშაბათიდან კერძო უნივერსიტეტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გასულ სამშაბათს, მარდინი საბერძნეთში დააკავეს. იმავე დღეს საბერძნეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაშალა კრიმინალური ქსელი, რომელიც ლტოლვილებს ეხმარებოდა.”

განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტივისტები თანამშრომლობდნენ ტრეფიკერებთან და ეხმარებოდნენ ზოგიერთ ადამიანს საბერძნეთში უკანონოდ შესვლაში. ასევე ნათქვამია, რომ ისინი საბერძნეთის სანაპირო დაცვისა და ფრონტექსის რადიოკავშირის საშუალებით აკვირდებოდნენ მათ ურთიერთობას.

onalem

ტესტ