fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ჩხუბი ქართველებს, ალბანელებსა და ბერძნებს შორის კორიდალოს ციხეში – გარდაცვლილია ერთი ბერძენი

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორიდალოს ციხეში ქართველ, ალბანელ, ბერძენ და სომეხ პატიმრებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. შედეგად გარდაცვლილია ერთი ბერძენი მამაკაცი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ჩხუბისას პატიმრები დანებს იყენებდნენ და გარდა ერთი გარდაცვლილი ბერძენისა, დაშავდა მინიმუმ 8 ადამიანი. უცნობია, თუ რა მდგომარეობაში არიან საქართველოს მოქალაქეები.

ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქად არის დაშავებული ციხის ზედამხედველიც.

ოფიციალური ცნობით, ბერძენი მამაკაცი ციხეში ΠΡΟ-ΠΟ-ს ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით იჯდა.

იქ მომუშავე პერსონალით თქმით, ციხეში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ სიტუაციის დარეგულირება ფაქტობრივად შეუძლებელია. თავად ბადრაგებიც კი ერიდებიან პატიმრებთან ურთიერთობას. ხოლო პატიმრებს შორის კომუნიკაცია ძირითადად მუქარის შემცველ ფრაზებს მოიცავს.

onalem

ტესტ