fbpx
საზოგადოება

ათენის მეტროში ქალს მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო

რომ არა მგზავრების და სასწრაფო დამედიცინო დახმარების ბრიგადის სწრაფი რეაგირება, ქალი ათენის მეტროში იმშობიარებდა…

კერძოდ, 28 წლის პაკისტანელი ქალი კოროპის სადგურში ჩავიდა და რამდენიმე წუთში ძლიერი სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ნოსმისმატოკოპიოს სადგურში კი ბავშვი თითქმის მოვლენილი იყო ამ ქვეყანას.

მეტროში მიკროფონით გამოაცხადეს, რომ საჭირო იყო ექიმი და საბედნიეროდ, ერთ-ერთი მგზავრი ექიმი აღმოჩნდა, რომელიც ქალს სწორად სუნთქვაში ეხმარებოდა. სადგურიდან კი ის სასწრაფო დახმარების მანქანით ალექსანდრას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მან ექიმებს განუცხადა, ის მშობიარობის დაწყებას არ ელოდა, რადგან ორსულობის მე-7 თვეში იყო.

 

onalem

ტესტ