fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მთავრობა ატიკის რეგიონში ახალ ზომებს იღებს – საგანგებო განცხადებები ხვალ გაკეთდება

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ექსპერტებისგან მოითხოვა ზომების ჩამონათვალი, რომლებიც, მასშტაბურად ან ადგილობრივად, შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას.

“კირიაკოს მიცოტაკიმ ექსპერტთა საბჭოს დაავალა, რომ განიხილონ ყველა ის ზომა, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ამ ეტაპზე და თუ საჭირო გახდა, მომავალშიც გამკაცრდება. ინფიცირების შემთხვევათა  საერთაშორისოდ გაზრდილი რაოდენობა, ასევე, სკოლების გახსნა და თავად საბერძნეთის რამდენიმე კონკრეტულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესება (პელასა და ატიკაში), არის დიდი გაფრთხილება ჩვენთვის.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ იმ კარგი იმიჯის შენარჩუნება, რაც გვქონდა.

ზომების სია, რომელსაც მთავრობა მიიღებს, პრემიერს გადაეცემა დღეს ან ხვალ,” განაცხადა სტელიოს პეცასმა.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმაც გააკეთა გარკვეული განმარტებები:

“დღესდღეობით ინფიცირების შემთხვევათა ნახევარი ფიქსირდება ატიკის რეგიონში. ნება მიბოძეთ ავხსნა, რომ ეს ნიშნავს 5 მილიონ ადამიანს, რაც საბერძნეთის მთელი მოსახლეობის ნახევარია. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ვერ გავატარებთ ჰორიზონტალურ ზომებს მთელ ატიკაში. ჩვენ უნდა ჩავერიოთ მუნიციპალიტეტების დონეზე და მივიღოთ სპეციფიკური ზომები, რათა თავიდან ავირიდოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება,” აცხადებს კიკილიასი.

ამრიგად, ხვალ, სავარაუდოდ, 18:00 საათზე, ცნობილი გახდება, თუ რა ზომები იქნება მიღებული ატიკის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში.

onalem

ტესტ