fbpx
საბერძნეთი

რა არის Medicane?! – კლიმატური ფენომენი, რომელიც საბერძნეთს “ემუქრება”

ამინდის მკვეთრი ცვლილება საბერძნეთში – ბუფორტის სკალით 12 ბალიანი ქარი, ნალექი, ციკლონები და ა.შ. ეს არის ის თემა, რომელზეც ახლა სინოპტიკოსები აქტიურად მუშაობენ.

კერძოდ, საუბარია ციკლონზე, Medicane, რომლის სახელწოდებაც მომდინარეობს ორი სიტყვიდან: ქარიშხალი და ხმელთაშუაზღვა. სწორედ ეს არის ციკლონი, რომელიც უპრეცენდენტო იქნება საბერძნეთისთვის და ხასიათდება უხვი ნალექით და განსაკუთრებით ძლიერი ქარით. Medicane საბერძნეთში ხუთშაბათისთვის ელიან. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდება თითქოს ამერიკული ქარიშხლების მსგავსია, ხმელთაშუაზღვის წყლები მსგავსი ფენომენის ფორმირების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ, იქნება გაცილებით მსუბუქი.

მეტეოროლოგი კლეარხუ მარუსაკი აცხადებს, რომ Medicane საბერძნეთში მომდევნო რამდენიმე დღეში გააქტიურდება, სინოპტიკოსები დეტალურად სწავლოებენ ფენომენს და რა თქმა უნდა, მოხდება მოსახლეობის სრული ინფორმირება, თუ როგორი ამინდები იქნება მიმდინარე კვირაში.

 

onalem

ტესტ