fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა როდოსის საავადმყოფოში: კარანტინში ექიმები, ექთნები და დამლაგებელი

კუნძულ როდოსზე საგანგებო მდგომარეობა ერთ-ერთ საავადმყოფოში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სომალელ ქალს, რომელიც ფეხმძიმედ იყო, კორონავირუსი დაუდგინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასთან კონტაქტში შევიდნენ ექიმი-გინეკოლოგები და ექთნები, ასევე პედიატრები და დამლაგებელი.

ქალი საავადმყოფოში პარასკევს სამშობიარო ტკვივილებით შეიყვანეს და პროცესი საკმაოდ რთულად წარიმართა. მიუხედავად ექიმების მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევისა, ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა.

ირკვევა, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი კვირას შუადღეს გახდა ცნობილი და ამის შემდეგ კარანტინში შევიდნენ გინეკოლოგები, ანესთეზიოლოგი, პედიატრები, ექთნები და დამლაგებელი ქალი.

მდგომაროებიდან გამომდინარე სერიოზული პრობლემებია შექმნილი საავადმყოფოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რადგან ფიქსირდება პერსონალის დეფიციტი.

 

onalem

ტესტ