fbpx
საზოგადოება

ბერძენი ონკოლოგის მკურნალობის ცრუ მეთოდს 36 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი დანაშაულის შესახებ იუწყება, რომელიც თაღლითობის კიდევ ერთ შემთხვევას ეხება. როგორც ირკვევა, ბერძენი ონკოლოგის მკურნალობის ცრუ მეთოდს 36 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. საუბარია ექიმზე, რომელსაც მუშაობის ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა.

36 წლის ქალი ორი დღის წინ გარდაიცვალა, სიმსივნის დიაგნოზით, მანამდე კი, აღნიშნულ ონკოლოგთან გადიოდა მკურნალობის კურსს, რომელსაც რეალურად არანაირი შედეგი არ ჰქონდა და თაღლითი ქალი მხოლოდ და მხოლოდ თანხების მითვისებას ცდილობდა მისგან. ექიმმა პაციენტს ქიმიოთერაპიების გაკეთება აუკრძალა, ეუბნებოდა, რომ მხოლოდ მისთვის უნდა მოესმინა და “გადაარჩენდა”.

სიმსივნით დაავადებული ქალი იღებდა გარკვეულ მცენარეულ წამლებს, რომლებსაც ონკოლოგი თავად ამზადებდა და ეუბნებოდა: “ნუ ღელავ, არაფერია! მე დაგიმზადებ წამალს, სპეციალური მასალით, რომელიც მხოლოდ მე მაქვს.” 

როგორც ირკვევა, ქალი 2020 წლიდან დადიოდა ამ ექიმთან და მისი მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო უარესდებოდა, საბოლოოდ კი, მისი ორგანიზმი დამარცხდა, შესაბამისი მკურნალობის გარეშე.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ ონკოლოგს ბევრი სხვა მსხვერპლიც ჰყავს, თავად კი, ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს: “ყველასთვის ცნობილია, რომ მე არ ვემხრობი ქიმიოთერაპიებით მკურნალობას”.

onalem

ტესტ