fbpx
საბერძნეთი

“პირადობის ახალი მოწმობა გარანტიაა იმისა, რომ საბერძნეთში მათ ვერავინ გააყალბებს” – დიმიტრის პაპასტერგიუ

დღეს, 25 სექტემბერს, გაიხსნა სისტემა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დანიშნონ ვიზიტი პირადობის ახალი მოწმობების ასაღებად. მედიასთან საუბრობს ციფრული პოლიტიკის მინისტრი, დიმიტრის პაპასტერგიუ, რომელიც აღნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი ვიჩქაროთ, თუ დოკუმენტი გადაუდებელი მიზეზების გამო არ გვჭირდება.

“პირადობის ახალი მოწმობები არის უსაფრთხოების გარანტი, ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო დაცვის სამინისტრო, ჩვენი დახმარებით და ხურავს იმ ხვრელს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით, საბერძნეთში მრავალი წელი არსებობდა. პირადობის მოწმობები, რომლებიც ამ დრომდე გვქონდა, არის 60-იანი წლებიდან. სიახლე არის კიდევ ერთი ნაბიჯი ციფრული სისტემისკენ, რადგან მოქალაქეები არ უნდა იტანჯებოდნენ ყოველ ჯერზე, როცა დოკუმენტს კარგავენ. 

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალ მოწმობას საერთო არაფერი აქვს იმასთან, თუ რისი გვწამს და გვჯერა, ის უკავშირდება მხოლოდ თუ რამდენად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს სახელმწიფოში, ახალი მოწმობები გარანტიაა იმისა, რომ საბერძნეთში მათ ვერავინ გააყალბებს. ამას გარდა, მათი შეცვლა იყო დიდი აუცილებლობა, იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროკავშირთან და ვიზებთან მიმართებაში,” განაცხადა მინისტრმა.

 

onalem

ტესტ