fbpx
კრიმინალი

სროლა ომონიასთან: პოლიციამ ემიგრანტ მამაკაცს დევნისას ცეცხლი გაუხსნა

ათენის ცენტრში, ომონიასთან ახლოს დღეს მომხდარი შემთხვევა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ეპიზოდს ჰგავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დილის საათებში ვათის სკვერთან, არსტოტელუსა და მანის ქუჩების კვეთაზე პოლიციამ Peugeot-ის მარკის მანქანა შენიშნა და ნიშანი მისცეს, რომ გაეჩერებინა. გადამოწმების შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ეს მოპარული ავტომობილი იყო, მძღოლი კი, ალბანეთის მოქალაქე.

ირკვევა, რომ მამაკაცი ოფიცრებს არ დაემორჩილა და ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა, ძირს დააგდო, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და მასზე გადავლა სცადა. სწორედ ამ დროს, პოლიციელმა იარაღი ამოიღო და ალბანელს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად კი ფეხში დაჭრა.

ადგილზე სწრაფად მობილიზდა სამედიცინო ჯგუფი და დაშავებული ემიგრანტი საავადმყოფოშ გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს ჭრილობისგან საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ