fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “ათინა” ატიკაში გააქტიურდა – დაუსრულებელი წვიმა მთელ ქვეყანაში

იონიის ზღვის შემდეგ კლიმატურმა ფენომენმა “ათინამ” ატიკის რეგიონამდეც მოაღწია და უკვე ცხადია, რომ უხვი ნალექი გველის. ფენომენი ნელ-ნელა ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, წვიმა საკმაოდ დიდხანს გასტანს რამდენიმე რეგიონში.

დღევანდელი მონაცემებით ყველაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, სპორადესზე, აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, ეგეოსის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ევიას ტერიტორიაზე.

სინოპტიკოსთა განცხადებით, ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ტერიტორიებს: მაგნისია, ლარისა, იმათია, პიერია. სწორედ ამ რეგიონებშია დიდი ხანგრძლივობის წვიმა მოსალოდნელი.

ნახეთ გრაფიკულად:

onalem

ტესტ