fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქე ვიზიტს წინასწარ დანიშნავს SMS ან ტელეფონის საშუალებით

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში შეიქმნება 1.018 სპეციალური ცენტრი, სადაც მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. აღნიშნული მზადება აქტიურ ფაზაშია და ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა საგანგებო განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა.

ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჩაუტარდება:

  • სამედიცინო პერსონალს.
  • მათ, ვინც მუშაობს დაცვის სამსახურში.
  • მათ, ვინც არიან 65 წლის ზემოთ და აქვთ თანმდევი დაავადებები, რაც კორონავირუსით გარდაცვალების შანსს ზრდის.
  • მათ, ვინც ცხოვრობენ დახურულ სტრუქტურებში (ციხეები, თავშესაფრები, მასპინძელი სტურქტურები და ა.შ).

კიკილიასის განცხადებით, ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებმა წინასწარ უნდა დანიშნონ ვიზიტი და ეს მოხდება SMS ან ტელეფონის საშუალებით, ასევე ონლაინ რეჟიმში. ცხადია, მათ შეატყობინებენ, თუ სად უნდა მივიდნენ და შეათანხმებენ დროს.

აცრები აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში და თითოეულ მოქალაქეს SMS-ის ან e-mail-ის საშუალებით შეატყობინებენ, თუ როდის უნდა გაიკეთონ შემდეგი დოზა.

საბერძნეთი მიიღებს საერთო ჯამში 25 მილიონზე მეტ დოზას, რათა მოსახლეობა ორი საჭირო დოზით უზრუნველყოს.

მათ, ვისაც არ შეეძლებათ სპეციალურ ცენტრებში დამოუკიდებლად მისვლა, მოემსახურებიან ადგილზე.

ვაქცინა იქნება სრულიად უფასო მთელი მოსახლეობისთვის.

onalem

ტესტ