fbpx
საბერძნეთი

“ნათლიის კალათი” საბერძნეთში 29 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს

საბერძნეთის განვითარების სამინისტრომ უკვე წარმოადგინა “საყოფაცხოვრებო და სამარხვო კალათები”, რომელთა სიაშიც შედის პროდუქტები, რომლებზეც შენარჩუნდება დაბალი ფასები და მოსახლეობა ისე შეძლებს ვაჭრობას, რომ მათ ჯიბეზე დიდი განსხვავება არ აისახოს.

ამჯერად ადონის გეორგიადიმ წარმოადგინა “ნათლიის კალათი”, რომელიც შეეხება როგორც სუპერმარკეტებს, ასევე სათამაშოების მაღაზიებს. ეს კალათი ძალაში შევა 29 მარტიდან და მოქმედებაში იქნება 15 აპრილამდე. დიდი ალბათობით, აღნიშნულ კალათს წარმოადგენენ სათამაშოების მაღაზიები, რომელთა წლიური ბრუნვაც 1 მილიონ ევროს უდრის. ხოლო ისინი, ვისაც აქვთ ნაკლები ბრუნვა, ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული ინციატივის მიზანია, რომ ხელი შეეწყოს ნათლიების მხრიდან ნათლულებისთვის საჭირო ნივთების შეძენას, რადგან აღდგომა განსაკუთრებული პერიოდია და ვაჭრობის მხრივ საკმაოდ აქტიური.

ამის გარდა, ცნობილი გახდა, რომ განვითარების სამინისტრო ბრწყინვალე დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსებს “სააღდგომო კალათსაც”, რომელიც “სამარხვო კალათს” ჩაანაცვლებს.

https://e-katanalotis.gov.gr/householdBasket – აღნიშნულ პლატფორმაზე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალებს პროდუქტებთან და ფასებთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ