fbpx
საბერძნეთი

პირადობის და მართვის მოწმობები ტელეფონებში – მნიშვნელოვანი ცვლილებები საბერძნეთში 1 თვეში

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში საბერძნეთში დოკუმენტაციის თან ტარება მოსახლეობას აღარ მოუწევს. საბერძნეთი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შორდება ბიუროკრატიას და ცდილობს, რომ ციფრულ სისტემაზე გადავიდეს, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად.

როგორც მინისტრმა განმარტა, სულ რაღაც 1 თვეში საბერძნეთში პირადობისა და მართვის მოწმობები ტელეფონებში ელექტრონული სახით იქნება ხელმისაწვდომი და ფიზიკურად ამ საბუთების ტარება საჭირო აღარ იქნება. საუბარია ისეთ ფორმაზე, როგორიც გვაქვს მაგალითად ვაქცინაციის სერთიფიკატები, ბანკის ონლაინ-ბარათები და ა.შ. ყველა დაწესებულებაში მისაღები იქნება საბუთების ამ ფორმით წარდგენა, რადგან ჩამოტვირთული იქნება სამთავრობო სისტემიდან.

პიერაკაკიმ GOV.GR-თან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომია საკმაოდ ბევრი სერვისი, საჯარო სექტორი და მოქალაქეთა მომსახურე ცენტრები მაინც იმუშავებენ და მოემსახურებიან იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ელექტრონულ სერვისებზე წვდომა და ცოდნა, რომ სწორად გამოიყენონ ისინი.

 

 

onalem

ტესტ