fbpx
საბერძნეთი

მამაკაცმა საბერძნეთის საზღვარზე აღმოაჩინა, რომ 31 წლის წინ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის იძებნება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სერბმა მამაკაცმა საბერძნეთის საზღვარზე საპასპორტო კონტროლის გავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ ძებნილი იყო, 31 წლის წინ ჩადენილი დანაშაულებისთვის. როგორც ირკვევა, მამაკაცისთვის ეს საბერძნეთში პირველი შვებულება არ იყო, ბოლო 20 წელია, რაც დასვენების დღეებს აქ ატარებს.

23 ივნისს, როდესაც საზღვარზე მივიდა და საპასპორტო კონტროლი გაიარა, აღმოჩნდა, რომ მას ხორვატიის სასამართლო ეძებს, დაპატიმრების ევროპული ორდერით. ბრალდება კი შემდეგია: ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს 31 წლის წინ, მაშინდელ იუგოსლავიაში მძვინვარე სამოქალაქო ომის დროს.

სამგზავრო ავტობუსმა, რომელშიც სერბი იმყოფებოდა, საკუთარი მარშრუტი განაგრძო, ხოლო თავად კილკის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

“მცირედი წარმოდგენაც რომ მქონოდა, რომ ძებნილი ვიყავი, სახლში დავრჩებოდი,” უთხრა მამაკაცმა თავის ბერძენ ადვოკატებს, რომლებიც მოგვიანებით სასამართლოზე ახლდნენ თან.

დაკავების ორდერის მიხედვით, ის გაცემულია 2019 წლის 13 მაისს და გულისხმობს, რომ სერბმა 1991 წელს თანამზრახველებთან ერთად დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა სკოლას, ფოსტას, სასტუმროს, პოლიციის განყოფილებას, ეკლესიას, რომელიც გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ასვეე საუბარია დიდ ზარალზე ხორვატიაში მდებარე სახლებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე.

 

onalem

ტესტ