fbpx
საბერძნეთი

ხალკიდიკიში 26 წლის ქალი 3 წლის შვილთან ერთად უკვალოდ გაქრა – სახლიდან ღამით გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან

ხალკიდიკიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალგაზრდა ქალისა და მისი შვილის გაუჩინარების გამო. ბავშვი 3 წლისაა და დედასთან ერთად უკვალოდ გაქრა.

როგორც ირკვევა, მათი გაუჩინარების შესახებ თავად ბავშვის მამამ, 32 წლის მამაკაცმა განაცხადა პოლიციაში. ის ქალის პარტნიორია, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან, შვილი რა თქმა უნდა, აღიარებული ჰყავს. მამაკაცის თქმით, 26 წლის ქალი შვილთან ერთად ნიკიტიში მდებარე სახლიდან ღამით გავიდა და მას შემდეგ ვეღარ პოულობს მათ. ისინი ერთად ცხოვრობდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ქალი ფრანგია, თუმცა, საბერძნეთის მოქალაქეა, რაც შეეხება მის პარტნიორს, ის თესალონიკიდან არის.

პოლიციას საქმე აღძრა და ყველანაირი გზით ცდილობს დედა-შვილის ადგილსამყოფელის დადგენას.

onalem

ტესტ