fbpx
საზოგადოება

ათენის მერის, კოსტას ბაკოიანის ემოციური მესიჯი 30 წლის წინ გარდაცვლილ მამას

1989 წლის 26 სექტემბერს 17 ნოემბრის ტერორისტული დაჯგუფების ორმა შეიარაღებულმა პირმა “ახალი დემოკრატიის” წევრი, პარლამენტარი და ჟურნალისტი, პავლოს ბაკოიანი მოკლა.

54 წლის ბაკოიანის 6 ტყვია მოხვდა მაშინ, როდესაც საკუთარი კერძო ოფისის შენობის ლიფტში შედიოდა.

მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა ფლაერები დაყარეს, რომლებზეც 17 ნოემბრის ნიშნები იყო დატანილი. ტერორისტული ორგანიზაცია უამრავი მკვლელობის უკან დგას.

ამ დროს პავლოს ბაკოიანი “ახალი დემოკრატიის” საპარლამენტო გუნდის ხელმძღვანელი და პარტიის ლიდერის, კონსტანტინოს მიცოტაკის მრჩეველი იყო. მიცოტაკი ბაკოიანის სიმამრიც იყო, ვინაიდან ის მის ქალიშვილ დორაზე დაქორწინდა.

17 ნოემბრის დაგუჯფების მიერ მისმა მკვლელობამ პოლიტიკური სამყარო და მიცოტაკის ოჯახი შოკში ჩააგდო.

მისი ვაჟი, კოსტას ბაკოიანი ათენის ახლადარჩეული მერია. მან მამის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ძალიან პატარაა და მამას ხელში უჭირავს. პოლიტიკოსმა ფოტოს ემოციური ტექსტი დაურთო:

“30 წელი… და ყოველდღე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: ამაყობ თუ არა ჩემით. იმედი, მაქვს ამას მივაღწევ.”

 

 

onalem

ტესტ