fbpx
საბერძნეთი

“გვაქვს ურთულესი მდგომარეობა და სექტემბერში რამდენიმე დაწესებულება დაიხურება” – იანის დავერონის

ატიკის რესტორნების მფლობელთა ასოციაციის პრეზიდენტი, იანის დავერონისი Θέμα 104,6-თან საუბრისას აცხადებს, რომ ატიკის რეგიონში ურთულესი მდგომარეობაა, რაც პანდემიით არის გამწვეული.

“ამ სფეროში ნამდვილად ვაკვირდებით უსაფრთხოების ნორმებს და ეს უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ სექტემბერში რამდენიმე დაწესებულება დაიხუროს. ვსაუბრობ იმაზე, რომ შესაძლოა ხალხი სუვლაკს და სასმელს ყიდულობს, მაგრამ ათენის ისტორიულ ცენტრში, ის რესტორნები და ტავერნები, რომლებიც მუშაობენ ტურისტებზე, დიდ ზარალში არიან. აქ ჩვენ დაახლოებით 60%-70%-იან დანაკარგს ვითვლით.

რაც შეეხება ატიკის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს, აქ მდებარე რესტორნებში გვაქვს შემოსავლების 30%-35%-იანი ვარდნა. და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარება მოვლენები. თუ აგვისტოში ათენი ხალხისგან არ დაიცლება, შესაძლოა სიტუაცია ოდნავ გამოსწორდეს.”

როგორც უკვე ცნობილია, მონასტირაკსა და პლაკაზე ბევრი რესტორანი უკვე დახურვის პირასაა, რადგან არ არის იმ რაოდენობის ტურისტი, რომ მათ ჰქონდეთ ჩვეული ბრუნვა, როგორიც ჰქონდათ წინა წლებში. შედარებით მუშაობს სწრფი კვების ობიექტები და მცირე კაფე-ბარები, რომლებიც ძირითადად არ იყვნენ დამოკიდებული ტურისტებზე.

onalem

ტესტ