fbpx
კრიმინალი

ათენი: ბერძენი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის ამსახველი კადრები

როგორც უკვე ცნობილია, ცნობილ ბერძენ ჟურნალისტს ათენში, საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. პოლიციამ იქვე დამონტაჟებული კამერებიდან ამოიღო 4 ვიდეო და 30-მდე ფოტოსურათი, რომელთაგან რამდენიმე მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მკვლელი სტეფანოს ხიოსს, რომელიც ჯერ კიდევ მანქანაში ზის, რომ ცეცხლი გაუხსნას და ასეც ხდება. მან ოთხი ტყვია გაისროლა, რომელთაგან ხიოსს მხოლოდ ორი მოხვდა და სასწაულებრივად გადარჩა. ამის შემდეგ თავდამსხმელი თანამზრახველთან ერთად მოტოციკლით გაიქცა.

როგორც მან პოლიციაში განაცხადა, ბოლო პერიოდში იღებდა მუქარებს და ეს სატელეფონო საუბრები, სადაც მას ემუქრებიან, ჩაწერილიც კი არის. ოფიცრების რჩევით, ჟურნალისტს მოუწევს იქირაოს მანქანები, რადგან მისთვის დიდი საფრთხის შემცველი იქნება იგივე მანქანით გადაადგილება.

როგორც ჩანს, მისი მკვლელობის მცდელობა უკავშირდება გაზეთს და მის ჟურნალისტულ საქმიანობას.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობის დასადგენად, მუშავდება კამერებიდან ამოღებული მასალა. პოლიციის ცნობით, იმ პირის შესახებ, რომელიც მას ტელეფონით ემუქრებოდა, ბევრი რამის მოძიებაა შესაძლებელი.

ხიოსის ჩვენების მიხედვით, მკვლელს ჰქონდა ვიწრო თვალები, სხვა ვერაფრის დანახვა შეძლო, ვინაიდან ორივეს შლემი ეხურა.

onalem

ტესტ