თურქები საბერძნეთის საჰაერო საზღვრებს კიდევ ერთხელ არღვევენ
დღეს საბერძნეთის საჰაერო სივრცეში მრავალრიცხოვანი დარღვევები დაფიქსირდა. თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა საჰაერო საზღვრები უკანონოდ გადმოკვეთეს.
კერძოდ, საუბარია სულ 35 კანონდარღვევაზე. თურქეთის კუთვნილებაში არსებული 9 ობიექტი, ორი F – 16, სამი CN-235 და ოთხი ვერტმფრენი საბერძნეთის საჰაერო ტერიტორიაზე შემოიჭრა, ეგეოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსაველთით და ცენტრალურ ნაწილში.
თითოეული კანონდარღვევა საერთაშორისო წესდების მიხედვით იდენტიფიცირდა.