fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ გადმოაგდო ქალმა შვილი, შემდეგ კი თავად გამოხტა, არ საჯაროვდება

19 მარტს ათენში დატრიალებული ტრაგედია საზოგადოებას ჯერ კიდევ მძიმედ ახსოვს. ბერძენმა ქალმა საკუთარი 4 წლის გოგონა აივნიდან გადმოაგდო, შემდეგ კი თავადაც გადმოხტა. ექიმებმა ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ შეძლეს. პოლიციამ გამოძიებისას ახალი დეტალები გაარკვია, რის შესახებაც მედია იუწყება.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ქალის მეუღლეც კი ვერ ხვდებოდა, თუ რატომ გააკეთა მისმა ცოლმა ეს ყველაფერი, გაირკვა, რომ ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბოლო თვეების მანძილზე მძიმე იყო. მას ჰქონდა აკვიატებული აზრი, რომ 4 წლის გოგონას, საბავშვო ბაღში, სადაც დაჰყავდა, სექსუალურად ავიწროვებდნენ ან რაიმე ტიპის ძალადობას განიცდიდა.

ექსპერტიზის შედეგაც არ დადასტურდა არანაირი ფაქტი, რომელიც პოლიციას აფიქრებინებს, რომ დედის ვარაუდი სიმართლესთან ახლოს იყო. ბავშვს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა.

ვიდრე 44 წლის ქალი 4 წლის შვილს აივნიდან გადმოაგდებდა, ბოლო 24 საათის მანძილზე ის განსაკუთრებით განერვიულებული და აგრესიული იყო. ის სამედიცინო დახმარებასაც კი ითხოვდა.

ქალო ბოლო დროს საზოგადოებრივ ადგილებში არ გადიოდა და სახლში, მარტო ყოფნას ამჯობინებდა.

ექსკლუზიური ინფორმაციით, მეზობელმა მობილური ტელეფონით გადაიღო ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ გადმოაგდო ქალმა შვილი, შემდეგ კი თავადაც მიჰყვა.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელება აიკრძალა, რადგან სანახაობა ძალიან მძიმეა.

 

 

onalem

ტესტ