fbpx
საბერძნეთი

ათენი: 18 წლიანი პატიმრობა ემიგრანტ ქალს, რომელსაც არალეგალები საბერძნეთიდან სხვა ქვეყნებში გაჰყავდა

გავრცელებული ინფორმაციით, პეტრუპოლში დააკავეს ემიგრანტი 37 წლის ქალი, რომელსაც მძიმე ბრალდება წაუყენეს და 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

არსებული ცნობებით, ქალს არალეგალი პირების საბერძნეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით გაგზავნა ედება ბრალად, რაშიც, ცხადია, დიდი რაოდენობის თანხას იღებდა. ის თანამზრახველებთან ერთად იყენებდა ნაქირავებ მანქანებს და არალეგალები პორტებში გადაჰყავდათ, საიდანაც იტალიასა და ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში აგზავნიდა.

37 წლის ქალს, რომელიც რუმინეთიდან არის, გარდა 18 წლიანი პატიმრობისა, 50.000 ევროს ოდენობის ჯარიმაც შეუფარდეს.

ქალი შესაბამის პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ