fbpx
კრიმინალი

ტრაგედია საბერძნეთში: მამაკაცმა მეუღლე საკუთარი შვილის თვალწინ მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია მანიში გუშინ ღამით მოხდა. მოკლულია 44 წლის ქალი, რომელიც საკუთარმა მეუღლემ კარაბინის ტიპის იარაღით სასიკვდილოდა დაჭრა.

ირკვევა, რომ ინციდენტის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 19 წლის გოგონა და საკუთარი თვალით ნახა დედის გარდაცვალება. მისი 15 წლის ძმა კი ბებია-ბაბუასთან იყო და მომხდარს არ შესწრებია.

ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ გაიმეტა მამაკაცმა მეუღლე სასიკვდილოდ.

არსებული ცნობებით, მამაკაცი დაკავებულია, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი ექიმებმა დაადასტურეს.

 

onalem

ტესტ