fbpx
კრიმინალი

თესალონიკის ცენტრში ემიგრანტი მამაკაცი სახის და ხელ-ფეხის არეში დანით დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება 15:00 საათისთვის, თესალონიკის ცენტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია 22 წლის ემიგრანტი მამაკაცი, რომელსაც დანით დაესხნენ თავს.

მას დაზიანებები სახის, ხელისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა თეთრი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კაფეტერიის წინ მოხდა. 22 წლის ალჟირელი მამაკაცი დაჭრილი ცდილობდა გზაზე გადაადგილებას, თუმცა, რამდენიმე წუთში ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ასფალტზე დაეცა.

ახალაგზრდას ფეხის არტერია აქვს გადაჭრილი და როგორც ექიმებმა თქვეს, სისხლდენა რომ დროულად არ შეეჩერებინათ, ის მალევე დაიღუპებოდა.

მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ