fbpx
საბერძნეთი

ვიდრე კორონავირუსი საბერძნეთში შეაღწევდა, ზომები რამდენიმე კვირით ადრე იყო მზად – გერმანული გაზეთი Die Zeit

კრიზისის პერიოდში საბერძნეთი წაგებულ, გაკოტრებულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, ახლა მთავრობა გასაოცარი ეფექტურობით უმკლავდება ახალ გამოწვევას, სახელად კორონავირუსს. აქვე დიდი როლი აქვს ინფექციურ დაავადებათა პროფესორს – წერს გერმანული ყოველკვირეული გაზეთი, Die Zeit.

რიცხვები ყველაფერზე თავად საუბრობენ: საბერძნეთში 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 11-ს უდრის. ეს მაჩვენებელი მას მსოფლიოში 58-ე, ხოლო ევროპაში 21-ე ადგილზე აყენებს. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 5-ჯერ მაღალია, ესპანეთში კი 30-ჯერ მაღალი.

და ეს ყველაფერი სოტირის ციოდრასის დამსახურებაა – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პროფესორის, ექიმისა და ექსპერტის, რომელმაც იხსნა ბერძენი ერი და საერთოდ, საბერძნეთის მთლიანი მოსახლეობა. მან ითამაშა გადამწყვეტი როლი და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკის ერთ წუთითაც არ უფიქრია, აეყვანა 55 წლის ექიმი თავის პირად მრჩევლად, რათა მომაკვდინებელ ეპიდემიას შებრძოლებოდნენ.

როგორც გაზეთი წერს, ვიდრე კორონავირუსი საბერძნეთში შეაღწევდა, ზომები რამდენიმე კვირით ადრე იყო მზად. სწორედ ამიტომ აცხადებდა მთავრობა, რომ ისინი მზად იყვნენ პანდემიასთან თვალის გასასწორებლად. სწორედ ამიტომ იმოქმედეს სწრაფად და ეფექტურად. როგორც კი 26 თებერვალს 38 წლის ბერძენ ქალს, რომელიც მილანიდან იყო ჩამოსული, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, მიცოტაკიმ მაშინვე გასცა ბრძანება გაუქმებულიყო ყველანაირი დაგეგმილი კარნავალი და ღონისძიება, მოსახლეობასთან გააგზავნა მესიჯი, რომ სიტუაცია სერიოზულ საფრთხეებს შეიცავდა.

საბერძნეთს კორონავირუსი ყველაზე არასასურველ დროს დაატყდა თავს. 8 წლიანი კრიზისის შემდეგ, ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკური ძალების თითქმის მეოთხედი დაკარგა. მიუხედავად ყველაფრისა, საბერძნეთი დაეხმარა საკუთარ უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობასაც. ქვეყანამ, რომელიც “პრობლემატურ ბავშვად” სახელდებოდა, მაგალითი მისცა სრულიად მსოფლიოს, როგორ შეერკინონ მომაკვდინებელ ვირუსს და ის მინიმალური მსხვერპლით დაამარცხონ.

 

onalem

ტესტ