fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საგაზაფხულო ამინდი მინიმუმ პარასკევამდე გასტანს – დღეს კვლავ 19-20 გრადუსი ათენში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მიმდინარე კვირაში საგაზაფხულო ამინდი შენარჩუნდება. როგორც ვხედავთ, ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა და ზოგიერთ რეგიონში 19-20 გრადუსსაც მიაღწია. ამინდის გაუმჯობესება დაკავშირებულია თბილი ჰაერის მასების შემოჭრასთან ცენტრალური ხმელთაშუა ზღვიდან, რაც იწვევს სეზონისთვის შეუსაბამოდ მაღალ ტემპერატურას.

ატიკის რეგიონში დღეს კვლავ უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, ჰაერი კი, 19-20 გრადუსამდე გათბება. თესალონიკშიც ასევე უმეტესად მზიანი ამინდი დაფიქსირდება, ხოლო ტემპერატურა 16-17 გრადუსამდე აიწევს.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, პარასკევის ჩათვლით ღრუბლიანობას არ უნდა ველოდოთ, ხოლო შაბათ-კვირას ამინდი შედარებით არასტაბილური გახდება დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში, ნალექით, ტემპერატურის ვარდნითა და თოვლით ცენტრალურ და ჩრდილოეთის მთიან რაიონებში.

2023 წლის ზამთარი საბერძნეთში მაღალი ტემპერატურით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა თოვლიანი დღეები ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, საბოლოო ჯამში, ეს სეზონი ერთ-ერთი ყველაზე თბილია, რაც კი, ბოლო წლებში დაფიქსირებულა.

onalem

ტესტ