fbpx
საქართველო

აფეთქება თბილისში, ფილარმონიის დარბაზთან, რამდენიმე წუთის წინ – არის მსხვერპლი

რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია “ფორმულას“ ინფორმაციით, არის მსხვერპლი – გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ორი ადამიანი.

წინასწარი ცნობებით, აფეთქება სადღესასწაულო ცენტრ „დეჟავუში“ მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

“დაშავდა ორი მუშა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ