fbpx
საზოგადოება

უპრეცენდენტო შემთხვევა: ქალმა პირბადე სანაგვიდან აიღო, რათა ავტობუსში ასულიყო

უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ, რომელიც ლამიაში მოხდა, Newsbeast იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე, პიკის საათის დროს, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც, როგორც ცნობილია ნარკომომხმარებელია, ავტობუსში ასვლა უნდოდა, თუმცა, არ ჰქონდა პირბადე, რომელიც მგზავრობისას კანონით არის გათვალისწინებული.

თვითმხილველთა თქმით, მან მარტივი გამოსავალი იპოვა, ერთ-ერთ სანაგვეში გამოყენებული პირბადე მოძებნა, გაიკეთა და ისე ავიდა ტრანსპორტში.

მსგავსი ქმედება წარმოუდგენელ საფრთხეებს შეიცავს, ვინაიდან პირბადე არის ნივთი, რომლის არასწორმა გამოყენებამ, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ თქვენი კუთვნილი, შეიძლება გამოიწვიოს ვირუსით დაინფიცირება, ხოლო ამ ქალბატონის ქმედებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია, რადგან მან საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც.

 

onalem

ტესტ