fbpx
საბერძნეთი

დღეს მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს! – ხანძრები უკვე გაჩნდა

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას სიფხიზლისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც გუშინ SMS საშუალებით შევიტყვეთ, 4 სექტემბერს განსაკუთრებით მაღალი რისკი ფიქსირდება, ხანძრების გაჩენის თვალსაზრისით.

ირკვევა, რომ ხანძრები უკვე გაჩნდა ილიასისა და კორინთიას ტერიტორიებზე, ხოლო პოლიცია და სახანძრო სამსახური ამ დროისთვის მიზეზების გამოძიებას ცდილობენ. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლირებადია.

შეგახსენებთ რეგიონებს, სადაც ხანძრების გაჩენის დიდი რისკია და თითოეული ადამიანი უნდა მოერიდოს ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს:

ატიკის რეგიონი

ცენტრალური საბერძნეთი (ევია, ვიოტია)

ზაკინთო

დასავლეთ საბერძნეთის რეგიონები: ახაია, ილიასი

იონიის კუნძულები: კეფალონია, კერკირა

პელოპონისოს რეგიონი: მესინია

თესალია (მაგნისია, სპორადესი)

ცენტრალური მაკედონია: თესალონიკი, ხალკიდიკი

ჩრ. ეგეოსის კუნძულები: ხიოსი, სამოსი, იკარია

სამხრეთ ეგეოსი: როდოსი.

onalem

ტესტ