fbpx
საზოგადოება

როგორც იქნა! Kiko Milano-მ საბერძნეთში პირველი მაღაზია გახსნა!

Kiko Milano არის იტალიური პროფესიონალური კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი მოთხოვნადია. ეს არის ბრენდი, რომლის საბერძნეთში ხელმისაწვდომობაზე ბევრი ქალი ოცნებობდა და საბოლოოდ, ის უკვე ათენშია!

Kiko Milano-ს პროდუქციის შეძენა, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხისაა, შესაძლებელია The Mall Athens-ში და უახლოეს მომავალში იქნება უკვე თესალონიკშიც, Cosmosში.

როგორც ბერძნული მედია წერს, ალბათ, ყველა ქალბატონს, რომელსაც იტალიაში უმოგზაურია, აუცილებლად შეუვლია ამ ბრენდის მაღაზიაში და ერთი ტუჩსაცხი მაინც შეუძენია.

ეს არის კომპანია, რომელიც 1997 წელს მილანში დაარსდა და სტაბილურად ინარჩუნებს საკუთარ წარმატებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოირჩევა მაღალი ხარისხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი ფასებით.

მისი მაღაზიები დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ინდოეთში, ბრაზილიაში და ახლა უკვე საბერძნეთშიც ხელმისაწვდომია!

onalem

ტესტ