fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: როგორ გაიტანეს 1 მილიონი ევრო ბიზნესმენის სახლიდან რამდენიმე წუთში

ტელეკომპანია Open-ის საშუალებით გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანან დამნაშავეები, რომლებმაც თესალონიკში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო, 200.000 ფუნტი და ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს.

როგორც კადრებიდან ირკვევა, ისინი, ფაქტობრივად, სრულად შენიღბულები იყვნენ, დაფარული ჰქონდათ ყველაფერი, გარდა თვალებისა. გამოძიების ცნობით, მათი მიზანმიმართული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული დეტალი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი, უმოკლეს დროში მოახერხეს ამ რაოდენობის “ნადავლის” გატანა.

სახლი, რომელიც პანორამას ტერიტორიაზე მდებარეობს, ეკუთვნის ბიზნესმენს, რომელიც ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული და მძარცველებმა, ცხადია, ეს კარგად იცოდნენ. როდესაც სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო და მეპატრონე მიხვდა, თუ რა ხდებოდა მის სახლში, პოლიციას შეატყობინეს, თუმცა, უკვე გვიანი იყო.

პოლიცია ამ დროისთვის მათი ვინაობის და ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს. ჩანს, რომ მძარცველები თავისი საქმის “პროფესიონალები” არიან და მსგავსი დანაშაული წარსულშიც აქვთ ჩადენილი.

onalem

ტესტ