fbpx
საბერძნეთი

“თუ არ შეგიძლია, გარეთ ნუ გამოდიხარ?!”- დისციპლინური გამოძიება ათენის ავტობუსის მძღოლის მიმართ

ათენში მოძრავი ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლის მიმართ დისციპლინური საქმის გამოძიება დაიწყო, ვინაიდან გავრცელდა კადრები, თუ როგორ ესაუბრება ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

როგორც ირკვევა, მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობდა, მაგრამ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ასასვლელი არ მუშაობდა, მძროლი მართალია მის დახმარებას ცდილობს, მაგრამ თან ეუბნება, რომ დამხმარე უნდა ჰყავდეს, სხვა შემთხვევაში კი, გარეთ საერთოდ არ უნდა გამოდიოდეს, თუკი არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.

ΟΑΣΑ მკაცრად გმობს მსგავს უხამს ქცევას და ხაზს უსვამს, რომ ასეთი უმსგავსობა ურბანული ტრანსპორტის თანამშრომელთა პრინციპებს არ შეესაბამება.

ვიდეო, რომელიც გამოძიების საფუძველი გახდა, TikTok-ზე გავრცელდა და ისმის, როგორ ეუბნება მძღოლი მამაკაცს: “რატომ გამოდიხარ გარეთ, თუ დამხმარე არ გყავს, მაშინ ნუ გამოხვალ.” ასევე ამატებს, რომ დამხმარის ხარჯებს წესით სახელმწიფო ფარავს.

onalem

ტესტ