fbpx
საბერძნეთი

ნალექის მიუხედავად საბერძნეთში ტემპერატურა იმატებს – შაბათ-კვირას 20 გრადუსი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიებზე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს სამხრეთ და ცენტრალურ საბერძნეთში მოსალოდნელია ნალექი, პერიოდული წვიმების სახით, თუმცა, როგორც ჩანს, ტემპერატურის კლება ამ მოვლენას თან არ ახლდება.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, პირიქით, ტემპერატურა დღეიდან ნელ-ნელა აიწევს და შაბათ-კვირისთვის 20 გრადუსიც კი დაფიქსირდება. ასევე, შესუსტდება ქარი ეგეოსის ზღვაში და მისი ძალა მაქსიმუმ 3-4 ბალს მიაღწევს.

დღეს ჩრდილოეთ მაკედონიაში მოსალოდნელია 16 გრადუსი, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში ასევე 16, კიკლადესსა და კრეტაზე კი, 17 გრადუსი. დოდეკანესის კუნძულებზე ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.

ატიკის რეგიონში დღეს, 22 თებერვალს, ცვალებადი მოღრუბლულობა, ჰაერის ტემპერატურა იმერყევებს 7-დან 16 გრადუსამდე, შუადღის საათებში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა.

რაც შეეხება თესალონიკს, აქაც მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც მოიმატებს ღამის საათებში, ჰაერი კი, 15 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ