fbpx
რელიგიასაბერძნეთი

კუნძულ კეფალონიაზე ”წმინდა გველები” გამოჩნდნენ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, კუნძულ კეფალონიაზე კიდევ ერთხელ იხილეს ღვთაებრივი სასწაული – ხავერდოვანი გველები, რომლებიც ადამიანებს არ ერჩიან.

ეს წმინდა ადგილი და ბუნების სასწაული არასდროს წყვეტს ტურისტებისა და ადგილობრივების გაოცებას.

რამდენიმე საუკუნის მანძილზე ”წმინდა გვლები” ორ სოფელში გამოდიან, მარკპულოსა და არგინაში. ეს 5-დან 15 აგვისტომდე ხდება, მაშინ, როცა მარიამ ღვთისმშობლის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ამ სასწაულებრივი მოვლენის ფესვები ძველ დროში მომხდარ ერთ ამბავს უკავშირდება. კერძოდ კი, ერთხელ, სოფელ მარკოპულოს მცხოვრებლებმა  ტყეში დანთებული დიდი ცეცხლი შენიშნეს. მიჰყვნენ კვამლს და მიადგნენ დამწვარ ხეს, რომლის ფესვთან ღვთისმშობლის მშვენიერი ხატი შეამჩნიეს. რაღაც სასწაულის ძალით ცეცხლს მისთვის არაფერი ევნო. სოფლის მცხოვრებლებმა დიდი მოწიწებით გადააბრძანეს ხატი სოფლის ეკლესიაში, თუმცა ხატი მეორე დღეს სასწაულებრივად ისევ დამწვარი ხის ძირას აღმოჩნდა. ეს მოვლენა კიდევ ორჯერ განმეორდა. ხალხმა ამ სასწაულების გამო გადაწყვიტა, რომ სწორედ დამწვარი ხის ადგილას აეშენებინა ტაძარი, სადაც ხატი დაბრძანდებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ადგილას მონასტერი აშენდა, დედათა სავანე, სადაც მონაზვნები ყოველ დღე ლოცულობდნენ ღმრთისმშობლის წინაშე. ერთ დილას, მათ შენიშნეს, რომ კუნძულს მეკობრეთა გემები უახლოვდებოდნენ, ცოტა ხანში კი უკვე მეკობრეები დაინახეს, რომლებიც მონასტრის გასაძარცვად მისკენ მომავალ აღმართს დასდგომოდნენ. შეშინებულმა მონაზვნებმა თავიანთი თავები ღმრთისმშობელს შეავედრეს. და სწორედ მაშინ, ყოვლადწმიდა ქალწულმა თავისი უდიდესი მადლით ასეთი სასწაული მოახდინა: მონასტერს გარს გველები შემოერტყნენ, როდესაც მეკობრეები მას მიუახლოვდნენ ეს ყოველივე დაინახეს და შეშინებულები ისევ უკან გაიქცნენ. როგორც მონასტერი და ასევე მონაზვნები გადარჩნენ, ხოლო ამ სასწაულებრივი მოვლენის მოსაგონებლად ყოველ წელს ამ ადგილას ისევ ჩნდებიან გველები.

onalem

ტესტ