fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: 48 წლის ბერძენმა აღმოაჩინა, რომ მის სასტუმროში უცნობები გაურკვეველი ვადით ცხოვრობდნენ და ნარკოტიკების “სამალავად” ჰქონდათ ქცეული

რთულად დასაჯერებელია ამბავი, რომელიც კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე ხდებოდა. 48 წლის მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ უცნობი პირები მისი სასტუმროს პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, გაურკვეველი ვადით და ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. ამას გარდა, მათ იქაურობა ნარკოტიკული საშუალებების სამალავად ჰქონდათ ქცეული.

როცა 48 წლის ბერძენი მიხვდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები ჰყავდა, პოლიცია გამოიძახა და ოთახების ჩხრეკა ჩატარდა. ოფიცრებმა ადგილზე აღმოაჩინეს მარიხუანას პაკეტები, რომლებიც დახარისხებული იყო და ჯამში 516 გრამს შეადგენდა.

ეს პაკეტები გადაიგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, რათა მოხდეს თითის ანაბეჭდებისა და გენეტიკური მასალის გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დამნაშავეთა კვალზე გასვლა.

ნარკოტიკების შენახვისა და კერძო საკუთრებაში შეჭრის მუხლით საქმე უცნობი პირების წინააღმდეგ უკვე აღიძრა და სიროსის პროკურატურაში გადაიგზავნა.

onalem

ტესტ