fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკში ისევ ითოვებს – ფენომენმა ათენში პრობლემები გამოიწვია, კრეტაზე კი აფრიკული მტვერია

ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე ამინდმა თავისი “ბასრი კბილები” გამოაჩინა. ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო სერიოზული პრობლემებია ათენის ზოგიერთ უბანში, აგია პარასკევზე წაქცეულია ხეები. ასევე, პირეოსის პორტში შეჩერებულია რამდენიმე რეისი.

როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ატიკის რეგიონში ამინდი შუადღიდან კიდევ უფრო გაუარესდება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 6-8 ბალი სიძლიერის. ტემპერატურა 8-დან 13 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკში კვლავ თოვას ვარაუდობენ. ტემპერატურა 8-დან 11 გრადუსამდე იმერყევებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრეტას თავს აფრიკული მტვერი დაატყდა.

onalem

ტესტ