fbpx
საბერძნეთი

ემიგრანტი 51 წლის ქალი სამსახურის გასაუბრებაზე მივიდა, სადაც მოხუცის მოვლას ითხოვდნენ და გაუპატიურების მსხვერპლი გახდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, რეთიმნოში მოხდა. 51 წლის ქალი გამოეხმაურა სამსახურის ვაკანსიას, რომელშიც მოხუცის მოვლას ითხოვდნენ. ემიგრანტი ქალბატონი მამაკაცს დაუკავშირდა მითითებულ ნომერზე და გასაუბრებაზე შეთანხმდნენ.

როგორც თავად 51 წლის ქალი ამბობს (ის მაროკოს მოქალაქეა და საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება), ტელეფონზე საუბრისას შეთანხმდნენ, რომ პარასკევს სამსახურის პირობებზე გასასაუბრებლად მივიდოდა. შეხვედრა კი, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ უკაცრიელ ადგილას დაუნიშნა, სადაც მამაკაცისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

საქმის მასალების მიხედვით, მოძალადე მამაკაციც 51 წლისაა. ის გამოძიების დაწყებიდან მალევე დააკავეს და პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალი გაუპატიურების მუხლით წაუყენეს.

ამ ეტაპზე ელოდებიან ექსპერტიზის პასუხებს, რათა დადგინდეს თარიღი, როდესაც ბრალდებული ოფიციალურ ჩვენებას მისცემს მომხდართან დაკავშირებით.

 

onalem

ტესტ