fbpx
საბერძნეთი

როგორ აისახა უკრაინის ომი საბერძნეთის ეკონომიკაზე? – გაძვირებული დენი და პროდუქტები

რუსული აგრესიის შედეგებს იმკის არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა. საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელი, იანის იკონომუ აცხადებს, რომ ფიქსირდება ფასების ზრდა არა მხოლოდ სამომხმარებლო პროდუქტზე, არამედ ელექტრო ენერგიასა და ბუნებრივ აირზე.

“უკრაინის ომის შედეგები უკიდურესად ნეგატიურია და ვალდებულები ვართ, რომ ეს ხალხს ვუთხრათ. ვხედავთ რა ხდება ელ. ენერგიის, ბუნებრივი აირის ფასების ფორმირებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავრობა უკვე ჩაერია ამ ენერგეტიკულ კრიზისში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემცირდეს ეს ეკონომიკური წნეხი მოსახლეობაზე.

მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, როგორ დაეხმარება მოსახლეობას. იგეგმება შემოსავლის არაპირდაპირი ზრდა, მაგალითად, წლიური ქონებრივი გადასახადის (ΕΝΦΙΑ) შემცირება. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ არიან ოჯახები გაცილებით ნაკლები შემოსავლით და ბევრად სერიოზული პრობლემებით, უახლოეს მომავალში იგეგმება სხვა გადაწყვეტილებების მიღებაც, რომლებიც მათ მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

გარდა ამ ყველაფრისა, 1 მაისიდან მოიმატებს მინიმალური ხელფასიც,” განაცხადა იკონომუმ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საბერძნეთში ელ. ენერგიის საბითუმო ფასი 106%-ით გაიზარდა.

onalem

ტესტ