fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში პასპორტის მოქმედების ვადა იცვლება – სამოქალაქო დაცვის მინისტრის გადაწყვეტილება

სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ განაცხადა, რომ საბერძნეთში პასპორტის მოქმედების ვადები შეიცვლება. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პოლიციის კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ სულ მალე ბერძნულ პასპორტებს 10 წლიანი ვადა ექნებათ, 5-ის ნაცვლად.

“ამ გზით ჩვენ მოვახდენთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ჰარმონიზაციას. პარლამენტში წარდგენილი რეგულაციების მიხედვით, პასპორტის ვადას ვზრდით 10 წლამდე. ასე ხდება მთელ ევროკავშირში და ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში მთელ დედამიწაზე,” ამბობს თეოდორიკაკო.

საბერძნეთი ამ დრომდე იყო იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, რომელთაც აქვთ პასპორტები, მოქმედების 5 წლიანი ვადით. აღნიშნული ვადების გახანგრძლივებით თავიდან იქნება არიდებული მნიშვნელოვანი ფინანსური და ადმინისტრაციული ხარჯები, შემცირდება ბიუროკრატია.

“ვიმედოვნებთ, რომ გაცილებით გავუმარტივებთ ცხოვრებას საბერძნეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ეს არის ცვლილება, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ასევე თითოეულ მოქალაქეს,” აცხადებს თეოდორიკაკო.

onalem

ტესტ