fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: რა შეიძლება დაიხუროს ისევ ქვეყანაში?!

საბერძნეთის საავადმყოფოს თანამშრომელთა გაერთიანების პრეზიდენტი, მატინა პაგონი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა მატებასთან დაკავშირებით.

“როგორც ჩანს ჩვენ ისევ მარტის თვეში ვბრუნდებით. გარდა იმისა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ასევე იზრდება რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვიც, როცა მართვით სუნთქვაზე გვყავდა 7-8 ადამიანი, ახლა ეს რიცხვი 13-ს უდრის.

ყველაზე მეტად კი იმაზე ვღელავთ, რომ რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა საშუალო ასაკი დაეცა. დღეს ბრიუსელში 18 წლის გოგონა სწორედ კორონავირუსით დაიღუპა და მას არ ჰქონდა არანაირი თანმდევი დაავადება. 

თუ საჭირო გახდება, აუცილებლად უნდა დაიხუროს სანაპირო ბარები. იქ არსებული სიტუაცია პირდაპირ უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას. ზაფხული კი ამ ბარებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.

არ ჩანს, რომ ვართ ფრთხილად და მეშინია, რომ იგივე სიტუაციაში ჩავცვივდებით, როგორშიც ბალკანეთის სხვა ქვეყნები არიან,” ამბობს პაგონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთში 27 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა და მათგან 9 იყო “იმპორტირებული”.

onalem

ტესტ